ირაკლი კობახიძე – მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო – დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის

დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღინიშნა, „დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის”.
„დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც, მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდან ოზთურქი PACE-ში საქართველოს შესახებ დებატებზე – თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან სხვა სახელმწიფოების პრობლემური საარჩევნო პრაქტიკების შემთხვევაში ასამბლეა კრიტიკული არ ყოფილა – შერჩევითი ტოლერანტობა სანდოობას ზიანს აყენებს

მაკა ბოჭორიშვილი – პრემიერმა კოპენჰაგენში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას – საქართველო ევროპაში არის წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა