ირაკლი : მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება

მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც სამწუხაროა.

“მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება. პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ მაქსიმალურად ეცადა, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება, რასაც ვერ მიაღწიეს. მაგრამ, ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას, ეს არის რეალურად, რასაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმის, კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი ფაქტები არავის უკვირს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას