ირაკლი მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე – უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას

უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რითაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის სახაროვის პრემიის მინიჭება შეაფასა.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ქმედება რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისებაა.
„მზია ამაღლობელმა რეალურად დავალება შეასრულა, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი დავალება ამას მნიშვნელობა არ აქვს. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც ვიღაცებს უფასებენ მცდელობას, ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისება, რომელიც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი აქტები არავის უკვირს“,- განაცხადა ირაკლი მ.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.
როგორც გამარჯვებულების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“.