– „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტი იყო, საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, რაც ძალიან კარგია – გვაქვს მიზანი: სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები -სთან

სინამდვილეში, “მეგობარი აქტი“ მტრული აქტი იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადატვირთოს ურთიერთობები და განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა -თან.
„საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო