ირაკლი კობახიძე – მგონია, რომ თინა ბოკუჩავა სწორად უბრაზდება სალომე ზურაბიშვილს – თუ მიდიხარ დამხობის აქციაზე, კეთილი უნდა ინებო და ბოლომდე გაჰყვე და არ უნდა გაემიჯნო

მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თინა ბოკუჩავა სწორად უბრაზდება სალომე ზურაბიშვილს. თუ მიდიხარ დამხობის აქციაზე, მერე კეთილი უნდა ინებო და ბოლომდე უნდა გაჰყვე და არ უნდა გაემიჯნო მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ჩაგივარდა დამხობის აქცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ჩავარდნა, და ნებისმიერი წაგებული აქცია იწვევს განხეთქილებას ოპოზიციის შიგნით.
“მე მგონია, რომ ქალბატონი თინას საყვედური ს მიმართ არის აბსოლუტურად სწორი.
რაც შეეხება ოპოზიციის შიგნით მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩავარდნა, ნებისმიერი წაგებული აქცია იწვევს განხეთქილებას, ეს ადამიანური ამბავია მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან უცხოური აგენტები და გარე კარნახით მოქმედებენ, ადამიანური მომენტები აქაც მუშაობს და რა თქმა უნდა, ასეთი პროცესები, ნებისმიერი ჩავარდნილი დამხობის მცდელობა, ნებისმიერი ჩავარდნილი აქცია და ა.შ. იწვევს განხეთქილებას”, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე