ირაკლი კობახიძე – მაღალი ალბათობით, 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება – ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს

სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერმა, მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, კერძოდ, „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.
„2 თვის წინ, სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,-აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს