ირაკლი კობახიძე: მადლობა ცესკოს, მადლობა პატრიარქს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ს გაწეული საქმიანობისთვის და ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა“. ხოლო ოპოზიციამ მისი თქმით:
„კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება“.
ირაკლი ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ცესკოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს, როცა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა და განაცხადა, რომ მომხდარს შესაბამისი უწყება შეაფასებს.
პრემიერი ასევე მადლობას უხდის ილია მეორეს მილოცვისათვის და ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის თითოეული გზავნილი, არის ძალიან ყურადსაღებო:
„ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას