ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი არის იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვისაა დამახასიათებელი – დაამტკიცეს, რომ მათთვის ფასეული არ არის არც სპორტი, არც სპორტსმენი და მათი გულშემატკივრობაც ყალბია

მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, ქართველი სპორტსმენი, არაფერი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული – მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი – თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას „ლიბერალურ ფაშიზმს, სიძულვილს“.
„ლიბერალური ფაშიზმი, ეს ახალი მოვლენა არ არის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის დამახასიათებელია და მათთვის არავითარი ფასეულობა არ არსებობს. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, ქართველი სპორტსმენი, არაფერი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. თუმცა რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გავლენა ღირსეულ ადამიანებზე ვერ ექნება. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის . 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში ლიბერალურ ფაშიზმს, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ.
სამწუხარო ის არის, რომ უცხოური ფული არის ჩართული ამ პროცესებში, რასაც საქართველოში სიძულვილის დათესვის მცდელობა ჰქვია. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, თუ ჩვენს ქვეყანაში ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ