ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ

რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-იდან მინიმუმ, 38 მანდატი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ამ მიზანთან ძალიან ახლოს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად, ირაკლი კუპრაძის წარდგენას შეეხებოდა.
როგორც მ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიზანია 64 -ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება.
„არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება. რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მაშინ, როცა განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული, არის უსუსტეს მდგომარეობაში. ზოგადად, ჩვენ მიზანი ქვეყნის მასშტაბით არის 64-64-ზე, 64 მერის ს მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება.
რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, ეს არის, მინიმუმ, 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ამ მიზანთან ძალიან ახლოს. ჩვენი მოლოდინი არის კახი კალაძის გამარჯვება პირველ ტურში და საკრებულოში 50-იდან მინიმუმ, 38 მანდატი. ეს არის ჩვენი მოლოდინი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ორმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა.