„ლელოს“ ინიციატივაზე: როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 ათას ადამიანს დააკარგვინო სამსახური, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ მომართული ხარ ღალატისკენ

როცა ვიღაცას უწესებ სანქციებს, უნდა დააზიანო, სხვანაირად რა აზრი აქვს სანქციას? რაც შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ, ჩვენი სანქციებით რუსეთს ვერ დავაზიანებთ, სამაგიეროდ, საკუთარ ეკონომიკას მივაყენებთ უმძიმეს დარტყმას – ეს არის ომის და ღალატის პარტიის მთავარი მიზანი, რომ რამენაირად დააზიანონ საკუთარი ქვეყანა და “ლელოც” ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ლელოს“ მიერ წარდგენილი 9-პუნქტიანი გეგმის, „საქართველოს დაცვის აქტის“ თაობაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, პარტია „ლელოს“ ინიციატივა მოღალატეობრივია, ვინაიდან მისი შესრულების შემთხვევაში, რუსეთს არანაირი ზიანი არ მიადგება, საქართველოს ეკონომიკა კი პირველივე წელს 10 პროცენტით შემცირდება, რაც 150 ათასი ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს.
„როცა იცი, რომ სანქციების დაწესება მინიმუმ 10%-ით შეამცირებს შენს ეკონომიკას პირველივე წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს პირველივე წელს და ამ ინიციატივას წარადგენ პარლამენტში, ხარ უბრალოდ მოღალატე და მეტი არაფერი. ვინ მოგვიწოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ – ლატვიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სხვა ასეთი განცხადება არ გაკეთებულა, უფრო მეტიც, ოპოზიციაც კი უარყოფდა იმას, რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას. არის კონკრეტული განცხადებები ევროკავშირის, რასთან მიერთებასაც ითხოვენ და ამას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან არ აქვს კავშირი. რაც შეეხება ლელოს ინიციატივას, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი ინიციატივა. როდესაც შენი ხელით გინდა დააზიანო საკუთარი ქვეყანა, საკუთარი მოსახლეობა, 150 ათას ადამიანს დააკარგვინო სამსახური დაა.შ. ეს ნიშნავს, რომ შენ პირდაპირ მომართული ხარ ღალატისკენ და ეს არის ლელოს სულისკვეთება, ისევე როგორც მთლიანად კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სულისკვეთება.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ