ირაკლი კობახიძე – „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის – რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი

„ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი, – ასე აფასებს პრემიერი, იმ ფაქტს, რომ
„ლელოს“, „-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი შეუერთდა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, ვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდი.
“ეს ადამიანები, პოლიტიკოსები არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, იყენებდნენ შეფასებებს, რომელიც არაეთიკური იყო, დღეს ეს პოლიტიკოსები ერთად არიან. ხაზარაძე-გახარია, ხაზარაძე-ელისაშვილი, ზურაბიშვილი-გვარამია და ა.შ. ეს ადამიანები დღეს არიან ერთად, მაშინ, როდესაც ერთმანეთს უკიდურესი სიტყვებით აფასებდნენ წარსულში. ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, ვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღავდი. რაც შეეხება “ლელოს” და ელისაშვილის გაერთიანებას, ეს სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში არ აქვთ ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი”,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.
„ლელოს“ ლიდერმა მ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.