ირაკლი კობახიძე – ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება

ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.
„ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა უნდა შევუნახოთ და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი მ.