ირაკლი კობახიძე – ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, სიმბოლურიცაა, რომ პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ქვეყნის იდენტობის ნაწილია

ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია და აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს და პირიქით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ, იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ლევილის მამულში კონკრეტული ადამიანები იყვნენ მისულები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში „ზონდერობდნენ“.
„რაც შეეხება ლევილის მამულის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ნიშანდობლივია და აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან არაფერს და პირიქით, სიმბოლურიც არის, რომ მათ პროვოკაცია მოაწყვეს სწორედ, იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილია. მათ შორის, პოლიტიკური იდენტობის ნაწილია, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია. და ვინ იყო იქ [ლევილის მამულში] მისული? – მისულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ზონდერობდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ხელწერას. როგორც არ გაუვიდათ მათ არაფერი მთელი ამ წლების განმავლობაში, ასევე, არ გაუვათ არც ასეთი პროვოკაციები, არც მომავალში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ