ირაკლი კობახიძე ლაშა ბექაურს მეორე ოლიმპიურ ოქროს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მეორე ოლიმპიურ ოქროს ულოცავს.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო 200 ოლიმპიურ გუნდს შორის მე-14 ადგილს იკავებს.
„ოლიმპიადაზე ჩვენი გუშინდელი გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ლაშა ბექაურს ოლიმპიური მეორე ოქროს მედალი. ლაშა ასრულებს დაპირებას. სამი წლის წინ ის შეგვპირდა, რომ 3 ოლიმპიურ ოქროს მოიგებდა და მეორე ოქრო მან გუშინ უკვე მოიგო. მინდა მივულოცო მას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ეს არის წარმატება. ასევე, ტატო გრიგალაშვილს მინდა მივულოცო ოლიმპიური ვერცხლის მედალი. ახლანდელი მოცემულობით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, ოლიმპიურ გუნდს შორის, იკავებს მე-14 ადგილს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა და მადლობა ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს. დღეს ჩვენი ორი ოლიმპიელი ასპარეზობს, ილია სულამანიძე ძიუდოში და მოკრივე ლაშა გურული. ორივეს აქვს კარგი შანსები და მინდა ორივეს ვუსურვო წარმატება, ისევე როგორც მთლიანად გუნდს შემდეგი დღეების განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ