ირაკლი კობახიძე – ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა – ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს

ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს მიერ სთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ლატვიის პრეზიდენტის, ს განცხადებასთან დაკავშირებით, ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ.
კობახიძის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი ისეთი განცხადებებით გამოირჩევა, რითაც არ გამოირჩევიან სხვა პოლიტიკოსები.
„ლატვიის პრეზიდენტი იცით, რომ გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან. მაგალითად, ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. ასეთი მოთხოვნების ფონზე, მისი არც ერთი განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამას გამოიყენებს. თუმცა, ეს მათი საქმეა, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესაც საზოგადოება უცხოელი პოლიტიკოსისგან სამართლიან განცხადებას ისმენს, ეს საინტერესოა, მაგრამ როცა უსამართლო განცხადებას ისმენს, ეს არ არის საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი მ.
გარდა ამ თემისა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა ის ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნატო-ში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება არის გულწრფელი. პრემიერმა აღნიშნა, რომ თავად ნატო-ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა.
„თავად ნატო-ს არ აქვს დღეს გაფართოების ამოცანა იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია შექმნილი. დღეს უკრაინის კუთხით, საქართველოს კუთხით გაფართოებაზე ნატო აქტიურად ვერ საუბრობს. როდესაც რეგიონში ვითარება შეიცვლება და დამშვიდდება შეიძლება, საერთო მოცემულობაც შეიცვალოს. მაგრამ დღეს ნატო-ს მხრიდან არ ისმის აქტიური საუბარი გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული ობიექტური მიზეზები აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.