ირაკლი : „კრედიტ სუისის“ საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო -ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით

ირაკლი : „კრედიტ სუისის“ საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო -ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით
„კრედიტ სუისის“ საქმეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „კრედი სუისის“ საქმეზე იყო თავის მართლებები, რომ პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა ყველაფერი გამოჩნდა.
„კრედიტ სუისს“ რაც შეეხება, გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა „კრედიტ სუისის“ საქმეს, თუმცა დღეს ყველაფერი გამოჩნდა რაშიც არის საქმე. „კრედიტ სუისის“ საქმე ჩვენი აღქმით იყო პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს თავის დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა