ირაკლი კობახიძე – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა, უფრო მაღალი ამბიცია გვაქვს და გვინდა ევროპის ქვეყნების სამეულში ადგილი დავიკავოთ

ჩვენ ამბიციური ამოცანა გვაქვს, გვინდა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის სიმცირის კუთხით საქართველო ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას უსწრებს.
„თებერვლის მოხსენების დროს, კორუფციაზე ვისაუბრე. მინდა გითხრათ, რომ ამ თვეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც უკვე დადებითად აისახა ამ კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რაზეც ვისაუბრე თებერვალში. ჩვენ გვინდა, რომ ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის. დღესაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ასევე ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას ამ შესაბამისი მაჩვენებლებით საერთაშორისო ინდექსების თანახმად, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია და გვინდა, დავიკავოთ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს არის რთული ამოცანა, თუმცა, სწორი მიმართულება გვაქვს აღებული, კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდა გასული ოთხნახევარი თვის განმავლობაში, განხორციელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც და უკვე მომავალი წლისთვის გვექნება ფუნდამენტური სხვაობა ამ თვალსაზრისით. ამაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენ ამ ოთხთვენახევრის განმავლობაში გარდა იმისა, რომ გრძელდებოდა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, შევქმენით საფუძვლები ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის და ეს ყველაფერი აისახება ოთხწლიან საარჩევნო პროგრამაში, რომელიც მას შემდეგ, რაც მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, გადაითარგმნება უკვე ოთხწლიან სამთავრობო პროგრამაში. ყველა პრიორიტეტს მოიცავს ეს პროგრამა, ყველა მიმართულებით იქნება გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევა. რაც მთავარია, ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ