ირაკლი კობახიძე – კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ ჯარიმები – მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე – 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან

კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე – 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან, – ამის შესახებ პრემიერმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება.
„კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისთვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება“,-აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი.
„ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. მუდმივად აყენებდნენ ამ პრობლემას კლინიკები. კონკრეტული ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს, რადიკალურად შემცირება იგეგმება. შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. ასევე, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას ცხადს და სამართლიანს გახდის“, – აღნიშნა პრემიერმა.