ირაკლი კობახიძე – კონსტიტუცია მისი დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს – თუ ის იმოქმედებს კანონმდებლობის სულისკვეთების წინააღმდეგ, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, თვითონ ა“.
როგორც მან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრეზიდენტი „კონსტიტუციის დარღვევით გამოირჩევა“.
„ერთადერთი ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით გამოირჩევა. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას სწორედ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს“,- განაცხადა მ.
გარდა ამისა, კითხვაზე, მოაწერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხელს, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს „საერთოდ არ არის საინტერესო“.
„საერთოდ არ არის საინტერესო, მოაწერს – არ მოაწერს, კონსტიტუცია კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს. აქედან გამომდინარე, თუ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კონსტიტუციის სულისკვეთების წინააღმდეგ, მას კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ინტერესებს იცავს“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ