ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ კირ სტარმერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სოციალურ ქსელ „X“-ში წერს.
მთავრობის მეთაური მას წარმატებას უსურვებს და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მზაობას გამოთქვამს.
„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის,“- წერს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ