საზარელი მკვლელობა ვიხილეთ აშშ-ში – ასევე, ვნახეთ, როგორ გამოეხმაურნენ „ნაცი“ აქტივისტები ამას – გვარამიას „წევრი, თუ არ ვცდები, ფარჯიანი, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირ სიცილით შეხვდა მკვლელობას – აქედან ჩანს ერთი მარტივი რამ, „ნაცი“ არის მკვლელი და „ნაცი“ არის ბნელი , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „Turning Point USA“-ს დამფუძნებლის, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული შემთხვევა აჩვენებს იმას თუ, „საითკენ მიაქანებენ ფსევდოლიბერალები თანამედროვე სამყაროს“.
„ვნახეთ შემზარავი მკვლელობა, პირდაპირ, დღისით, მზისით, უნივერსიტეტის ეზოში მოხდა საზარელი მკვლელობა. უმაღლეს დონეზე დაგმეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ეს არის შემზარავი დასაგმობი ფაქტი და აქედან ჩანს, თუ საითკენ მიაქანებენ ეს ფსევდო ლიბერალები თანამედროვე სამყაროს. ეს არის შემაშფოთებელი კატასტროფული ტენდენციები. ამის გამოხატულებაა სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ გამართეს. აბსოლუტურად სახელდაკარგული ადამიანები არიან. ქალი ქალს არ ჰგავდა და კაცი კაცს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები. უცხოური დაფინანსებით, კონკრეტული იდეოლოგიით ასეთ სახემდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც ნამდვილად ტრაგიკული მომენტია ნამდვილად
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხმაურნენ „ნაცი“ აქტივისტები, მათ შორის ე.წ. თუ როგორც არის, პოლიტიკოსები ამ მკვლელობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ აშშ-ში. მათ შორის, შეიძლება ყველას გვარი ვერ გავიხსენო, ერთ-ერთი იყო გვარამიას პარტიის თვალსაჩინო „წევრი“, მგონი ათეულში იყო დასახელებული, ფარჯიანი თუ არ ვცდები, რომელიც ასევე, კაცს არ გავს. გარეგნობაზე კი არ მაქვს აქ საუბარი. საუბარი მაქვს იმაზე, თუ რა სულიერ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც მერე მათ გარეგნობაშიც გამოიხატება. არც მეტი არც ნაკლები, კაცი პირდაპირ სიცილით შეხვდა ამერიკელი აქტივისტის მკვლელობას. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. აქედან ჩანს ერთი მარტივი რამ, „ნაცი“ არის მკვლელი და „ნაცი“ არის ბნელი. ფარჯიანი, მეორე გვარი აღარ მახსოვს, იქ ნათია ჭკუასელი და ა.შ, რამდენიმე გვარი იყო გაჟღერებული, რომელიც სიცილით და დაცინვით შეხვდა ამ მკვლელობას. მათ შორის, კომენტარებში 150-იდან ერთი-ორი ადამიანი იყო, რომლებიც იმ კონკრეტულ სახედაკარგული ადამიანების აქციაში მონაწილეობდნენ. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ „ნაცი“ არის მკვლელი და „ნაცი“ არის ბნელი. „ნაცში“ ვგულისხმობ ყველა უცხოელ აგენტს, ყველა გარედან დაფინანსებულ აქტივისტს, ყველა „ტიტუშკას“, რომელიც, მათ შორის“ ჩვენს შტაბთან იყვნენ მისულები. ესენი არიან „ნაცები“. „ნაცი“ არის მკვლელი და „ნაცი“ არის ბნელი.
ერთი საინტერესო დეტალია, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილო. თავიდან გვიკვირდა, როგორ არ იციან კონკრეტულმა ადამიანებმა, რომ „ნაცები“ იყვნენ მკვლელები, ჩადიოდნენ უამრავ მკვლელობას და ა.შ. ყველამ ყველაფერი იცის. სოციოლოგიურმა კვლევებმა ა და ე.წ. ფოკუს ჯგუფებმა დაადასტურეს, რომ „ნაცებმა“ იციან, რომ „ნაცები“ არიან მკვლელები, მაგრამ მაინც უჭერენ მხარს იმიტომ, რომ „ნაცი“ თავისთავად არის მკვლელი. მკვლელიც იმიტომ არის, რომ არის ბნელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.
