ირაკლი კობახიძე კითხვაზე: როგორ უნდა მოიქცნენ ბანკები „ხარებასა“ და მისი მოადგილის დასანქცირებაზე – ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას – კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კითხვას, რა იქნება მისი მოწოდება ბანკებისადმი ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილისთვის -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ნაწილში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის.
„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობას და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ