ირაკლი კობახიძე კითხვაზე: გადასცემს თუ არა საქართველო რუსეთს ალეკო ელისაშვილს – ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, რა შეხედულება გვაქვს მასზე

ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან, განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ს გადაცემის მიზნით.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის მოქალაქეს დაიცავს ყველგან და ყოველთვის.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს”, – განაცხადა მ.
გარდა ამ თემისა, კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოსა“ და გახარიას პარტიის“ სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საზოგადოების ღირებულებებთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ კანდიდატს საერთოდ ვერ არჩევს.
„ფაქტია, რომ „დიდი არჩევანი“ აქვს რადიკალურ ოპოზიციას და „საინტერესო სპექტრში“ არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთი მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ, ტრაგიკულ სურათს აჩვენებს. კანდიდატს საერთოდ ვერ არჩევენ. მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა”, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს ს პროკურატურამ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..