ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომელთაც მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ დან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ვახშამზე უმასპინძლა.
“სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. მათთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები.
საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იყვნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს