ირაკლი კობახიძე კვლავ შეხვდა ილჰამ ალიევს, ამჯერად ანტალიაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი ბოლო სამ თვეში მეორედ შეხვდა აზერბაიჯანის ავტორიტა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, – ერთ-ერთს იმ ლიდერთაგან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
11 აპრილს შეხვედრა „ანტალიის დიპლომატიის ფორუმის“ ფარგლებში შედგა.
ირაკლი კობახიძის ფეისბუკის გვერდის ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი „ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას“.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს .
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.
ს ადმინისტრაცია, თავის მხრივ, წერს, რომ შეხვედრაზე შეეხნენ „მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის და მის ისტორიულ ბუნებას“.
ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ბაქოში, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ფორუმზე გამოთქმულმა შეხედულებებმა საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში“.
„ევროკავშირი საქართველოს კოლონიალისტივით ექცევა“, „შიდა საქმეებში ერევა“, „ხალხის ნებას უგულებელყოფს“ – ეს განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ათეულობით უცხოელი ექსპერტის წინაშე ბაქოში ორიოდე დღის წინ.
ილჰამ ალიევმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა ევროკომისიის მიდგომას საქართველოს „შიდა პროცესების მიმართ“:
„ისინი ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ნებას კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა მოაგვაროს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანში გამართავს პირველ საგარეო ვიზიტს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი, . ვიზიტი 15-16 აპრილს გაიმართება.
დღეს, 11 აპრილს, ყაველაშვილმა სტუმრად მიიღო აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება