ირაკლი კობახიძე – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად

NGO-ებს რომ გამოსვლოდათ, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა, პასუხს ვაგებ, ზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე.
როგორც აცხადებს, NGO-ები არიან რადიკალიზაციის და ე.წ.პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„ამას ხომ ყველა ვხედავთ, იცით,როგორია მათი განცხადებები. ელემენტარულად რომ გადახედოთ ყველაზე მდიდარი NGO-ების ლიდერების „ფეისბუქ“ გვერდებს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოში. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ერთი მხრივ ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ,ითხოვდე პოლარიზაციას. ეს კითხვა ჩვენ,მაგალითად, პირდაპირ დავუსვით შესაბამის დიპლომატს,რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ფონდთან, ეს არის ცნობილი „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ჰქვია, თუ არ ვცდები. პირდაპირ ხდებოდა პოლარიზაციის დაფინანსება და EED-ის თანხები არის მთლიანად გაუმჭვირვალე, ნული გამჭვირვალობა EED-ის ნაწილში. რა თქმა უნდა, ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. თავიდან დაგვპირდნენ, რომ შეიძლება გამჭვირვალე გამხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა გამჭვირვალობა დღემდე არარის უზრუნველყოფილი. მე მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა გამჭვირვალობის შესახებ კანონს დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება ჩვენ ქვეყანაში. რაც მთავარია, NGO-ებს რომ გამოსვლოდა რასაც 2020-2022წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა, პასუხს ვაგებ, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით, კონკრეტულ NGO-ებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ, რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩებოდა,როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი“ , – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.
„უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“ , – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია