– იყო მძიმე ფაქტები, როცა კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ უხეშად ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში – ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მიერ ექსკლუზიურად, ეროვნული ინტერესების შესაბამისად

იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები, კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც, მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი „დიფ სთეითის“ საქმიანობის შედეგია.
„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან „დიფ სთეითის“ ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება და ჩვენ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქართველი ხალხის წინაშე, რომ მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას