ირაკლი იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი იტალიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }