იტალიაში გაემგზავრა

ირაკლი იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
ირაკლი მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება და ამის მთავარი გარანტორი, არის ქართველი ხალხი, რომელიც ირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირი შანტაჟის, ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, ამ მშვიდობას იცავს