ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება“, – აღნიშნავს პრესსამსახური.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოდან პრემიერ-მინისტრთან ერთად ირანში გაემგზავრება პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან