ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტში) ჩატარდა.
ღონისძიების გამართვამდე შეხვდა ირანის არჩეულ პრეზიდენტს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერთან ერთად თეირანში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ირანის ახალი პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებით აირჩიეს. მოქმედი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისს ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება