ირაკლი – ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი წლის განმავლობაში, როცა რთული პროცესები გამოვიარეთ

ირაკლი ღარიბაშვილთან მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდშიც იყო კომუნიკაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ მედიასთან განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა გამოვლენილი კორუფციული და სხვადასხვა დანაშაულებრივი ფაქტები, ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და ყოფილი პრემიერის, ს პასუხისმგებლობა, ირაკლი პასუხობს, რომ ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რატომაც კრიმინალთან ამ დრომდე სათანადო ბრძოლა ვერ მოხერხდა და არავის პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი.
პრემიერის თქმით, პასუხისმგებლობას თავადაც ინაწილებს, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო.
„ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა უამრავი გამოწვევა, მათ შორის გარედან ხელოვნურად შექმნილი გამოწვევები. როდესაც რთული პოლიტიკური პროცესები გაქვს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს ომი, ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ასეთ დროს შეიძლება რაღაცებს ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო და აქ არავის პასუხისმგებლობაზე არ ვსაუბრობთ. მეც შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა ობიექტური მიზეზები“, – განაცხადა მ.
კობახიძის განცხადებით, შეუძლია იგივე დამოკიდებულება დააფიქსიროს ს მიმართ, რაც აქამდე ჰქონდა.
„რასაც ვამბობდი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, შემიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი იგივე დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი წლის განმავლობაში, 2021 წლიდან მოყოლებული, როცა რთული პროცესები გამოვიარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა