ინდონეზიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს თორნიკე ნოზაძეს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

ირაკლი ინდონეზიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს თორნიკე ნოზაძეს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს თორნიკე ნოზაძეს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თორნიკე ნოზაძე 2024 წლიდან ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის, 2019-2022 წლებში იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ