ირაკლი კობახიძე – ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე, ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს

დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებული სამეფოს მიერ ოთხი ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას.
ბრიტანულ სანქციებს ტრაგიკულ მოვლენას უწოდებს.
„ეს არის გაუგონარი მოვლენა. ეს არის ჯონ ლოკის და სხვა დიდი მოაზროვნეების ქვეყანა. ინგლისში ვითარდებოდა თანამედროვე სამართლებრივი პრინციპები და დღეს ასეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ყოველგვარი მტკიცებულების და ფაქტის გარეშე ადამიანებს უფარდებენ სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფას ზომებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, ტრაგიკულია იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ბრიტანეთმა გამოიარა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება შეგვიძლია გამოვთქვათ ამ ყველაფრის გამო“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება