ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, როცა საქართველოში აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოოდ, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ

იმედი მაქვს, როცა საქართველოში -ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა “დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას გასული წლების განმავლობაში ყოფილი ელჩები აკეთებდნენ, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, მ უპასუხა კითხვას, დაინტერესდება თუ არა აშშ-ს საელჩო ცინიკური განცხადებებით, რომელიც ჩარლ კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთდა.
„როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება – ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ “დიფ სთეითს”, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე.
ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა “დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!

პაატა ბურჭულაძე – თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში – რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება, მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც