ილჰამ ალიევს – მწუხარების ჟამს ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი დგას მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაზარალებულებს. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში”, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა