ირაკლი – თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ – შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები

თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას რეაგირება სჭირდება, რათა პრევენციის ეფექტი მივიღოთ – შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები! – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „თუ არ იქნება მაგალითები, რჩება ცდუნება, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს“.
„ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია მიმდინარე პროექტების ხარჯთეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.
ყველა მიმართულებით ვიქნებით ეფექტიანებიც და მკაცრებიც. ეს არის ერთადერთი და უპირობო გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო