ირაკლი კობახიძე – თუ სადღაც ეკონომიკა 3-ჯერ მეტია, მოქალაქე შეიძლება წავიდეს – ფიზიკის კანონია, აქ ეკონომიკა ნაკლებია, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან

ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ადამიანის ინტერესია წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით 3-ჯერ მეტი სხვაობაა.
“ამ წლების განმავლობაში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავაც გვისწრებენ ის ქვეყნები, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან. თუ სადღაც ეკონომიკა არის 3-ჯერ მეტი, ჩვენი მოქალაქე შეიძლება წავიდეს იმ ქვეყანაში. მაგრამ ის, რომ ეკონომიკა იზრდება, არ გამოირიცხება ამ მოცემულობით, ანუ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სხვაობა კვლავაც დიდია. ბუნებრივია, ადამიანის ინტერესია, სადაც არის 3-ჯერ მეტი სხვაობა, გადავიდნენ მეორე ქვეყანაში.
ფიზიკის კანონია, აქ არის ნაკლები ეკონომიკა, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან. ისეთ ვითარებაში, სადაც ასეთი ეკონომიკური სხვაობა გვაქვს, ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას და ა.შ. ეს არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ დატოვოს ჩვენი ქვეყანა“ , – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და აღნიშნა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალ მხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.
„ასევე ითქვა, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არიან მაღალ მხარჯველიანი ტურისტები, აქაც მათემატიკა გვეუბნება, რომ ვითარება პირიქით არის. თუ არ ვცდები, პანდემიამდე 9 მილიონი იყო ვიზიტორების რაოდენობა, ახლა არის ბევრად ნაკლები, 30%-იანი შემცირებაა ვიზიტორების ნაწილში, მაგრამ რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს 26%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ხარჯვის მოცულობა. არა თუ დაიკლო, არამედ გაზიარდა მაღალ მხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ