ირაკლი კობახიძე – თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია იმ მუქარაზე, სადაც სლოვაკეთის პრემიერის გვარი გაჟღერდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამით გვემუქრებოდნენ, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. ამასთან დაკავშირებით და შესაბამის მუქარასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ, როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ