– თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია

თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, მსგავსი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის იმიჯს.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი დღესავით არის ნათელი. იცით, რომ შესაბამისი პროექტი არის ინიცირებული ბრიტანეთის თემთა პალატაში, რა თქმა უნდა, თუ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი. ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით მე-17-საუკუნეში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების განვითარებას. სხვათა შორის ეს უფლებები უკავშირდებოდა საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე მიმდინარეობს საუბრები ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდ ბრიტანეთს, ამ ტრადიციული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თვალში, რაც არის სამწუხარო. ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ