ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც თურქმენეთის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე „სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“.
„ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“,- განაცხადა კობახიძემ.




