ირაკლი კობახიძემ თინა ხიდაშელს უცხოური გავლენის აგენტი უწოდა:
,,თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი. ქვეყნის ღალატი არ არის მისთვის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს. რაც შეეხება სპეკულაციებს იგივე ვიზიტით თემით, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ეს არის სამარცხვინო ღალატი”
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ეხმაურება თინა ხიდაშელი:
,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო ადვოკატებო ვისაც დანაშაულის დაბრალების, ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის შელახის და მსგავსი გამოცდილება გაქვთ.
დღეს კრემლის შნირმა კობახიძემ მორიგ ჯერზე მოიცალა ჩემთვის, მერე მისმა ხელის ბიჭებმა, აი იმათ ჯერ სააკაშვილის ხელის ბიჭები რომ იყვნენ და ეხლა კობახიძის ბანი მისცეს, ხოდა დავფიქრდი და არავითარი ვალდებულება არ მაქვს ამათ ვუთმინო!
ხოდა რომელი გამომყვებით ამათ ცირკში სასამართლოს რომ ეძახიან ცოტა გავერთოთ! პირადში მომწერეთ ძვირფასებო.”




