ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – ჩვენი მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა – ამ შედეგის მიღწევას წინ ვერაფერი დაუდგება

ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს ს მოგება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მოგება გარდაუვალია.
„ბუნებრივია, [თვითმმართველობის არჩევნებზე] ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორა მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას“, -განაცხადა კობახიძემ.