ირაკლი კობახიძე – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის მეგაპროექტია

მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.
„უნდა გამოვყოთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები. დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა, მგზავრთნაკადი არის 1 700 000 და მას შემდეგ, რაც გაფართოვდება აეროპორტი, ტერმინალი 5 მლნ-მდე მგზავრს უმასპინძლებს.
რაც შეეხება თბილისს, დაგეგმილია მეგაპროექტი, სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა. თუმცა გვაქვს პროგნოზი და ნაკადები წლიდან წლამდე გაიზრდება, რასაც უნდა უპასუხოს ჩვენმა ინფრასტრუქტურამ. ახალი აეროპორტი მიიღებს 18 მლნ მგზავრს. ეს არის საკვანძო მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

ლევან სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით