ირაკლი კობახიძე – თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე – იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები

თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ გუშინ ჩატარებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
კობახიძის განმარტებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინდელი აქციით, მის ჩატარებამდე, ერთი კვირით ადრე წააგო“.
„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა სკამებით ატარებ შეკრებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს, მხარდაჭერა არ გაქვს საერთო საზოგადოებაში. გუშინ, ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, ყველა „ენჯეომ“ ერთად, , ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ როგორც ჩანს, პრემიერს კადრები არ ჰქონდა ნანახი, კობახიძემ უპასუხა, რომ ის „ტყუილს ამბობდა“.
„თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ. მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის საზოგადოებას ატყუებს, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტყუილი მისკენ მოეკითხა“.
„ტყუილის გამავრცელებელი არის „ტვ პირველი“, „მთავარი“ და „ფორმულა“, თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეთ, დრონის კადრები ნახეთ… რატომ არის გადაღებული ეს მხარე, იმიტომ რომ, აქეთ ვერ გაავსეთ, ჩაგივარდათ აქცია. ამ მოედნის შევსებას დიდი რაოდენობის ხალხი არ სჭირდება, თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებთ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, ე.ი. აქცია ჩაგივარდა და რეალურად, ერთი კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არჩევნებზე მოსალოდნელია პროვოკაციები.
„მაგრამ სახელმწიფო ფხიზლადაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი პროვოკაცია არ მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა