ირაკლი : ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად

ირაკლი : ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად
ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერის თქმით, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეს გმირად.
„მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, თუმცა, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა. თეორიულად რომ დავუშვათ მიხეილ ყაველაშვილის ხელიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს, გპირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად, თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყაველაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივეს აკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარე დავალებებს თქვენს პარტიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა