ირაკლი კობახიძე – ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად

ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით ს არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეს გმირად.
„მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, თუმცა, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა. თეორიულად რომ დავუშვათ ს ხელიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს, გპირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად, თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყაველაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივეს აკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარე დავალებებს თქვენს პარტიებთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს