ირაკლი ზურაბ ჯაფარიძის განაჩენზე – კომისიას არ აღიარებენ, წავლენ ციხეში! – როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას და შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში

როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება – [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით თავისუფლების აღკვეთას და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვას შეეხება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
„რაც შეეხება ჯაფარიძეს, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე. როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება. როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“. მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ, პოლიტიკურად რა ბედი ეწევა. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას. შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“