: ვფიქრობ, ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის ჩვენი მთავარი ოცნების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული, უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მისმა საქმიანობამ ამა თუ იმ ფორმით, ხანგრძლივი ვადით დატოვოს რაიმე კვალი ქვეყნის განვითარებაზე და იმედი მაქვს, ამ ყველაფერში ჩემს წვლილს შევიტან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც მ აღნიშნა, ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია თანმიმდევრული პოლიტიკით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული, რომ მისმა საქმიანობამ კონკრეტული კვალი დაატყოს ქვეყნის განვითარებას. მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ჯერ ცნობილი არ არის, საით წავა პროცესები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის რაც არის ჩვენი მთავარი ოცნება – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ესეც არის რეალური, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და თანმიმდევრულად გავყვებით ჩვენს პოლიტიკას. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებული, თუმცა მოთმინებით და სწორი პოლიტიკით ყველაფერი არის შესაძლებელი. მე თუ შევძლებ, რომ პატარა აგური დავდო ამ საქმეში, ვიქნები უბედნიერესი. საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული, უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მისმა საქმიანობამ ამა თუ იმ ფორმით, ხანგრძლივი ვადით დატოვოს რაიმე კვალი ქვეყნის განვითარებაზე და იმედი მაქვს, ამ ყველაფერში ჩემს წვლილს შევიტან“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა