ირაკლი კობახიძე – ვიღაცები ამბობდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში

პირველ რიგში, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ფეა თრიიზის“ მიერ ონის მერიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის ფაქტს, რომლის პროექტის ფარგლებშიც ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურება უნდა გასწეოდათ და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან, არამედ აჩვენებს ოპოზიციური პარტიების სახეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნული ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე იყო.
„რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, რომ ვითომ კონკრეტული NGO გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს მე არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი NGO, ბორდის თავმჯდომარე, ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად ეს არის „ლელოსთან“ დაკავშირებული NGO, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი ვითომ NGO-მ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ ტყუილი და „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს“,- განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის წევრების მისამართით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დაწყებული კამპანია და მას ლიბერალური ფაშიზმი უწოდა.
„რეალურად რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა და ეს არის ერთგვარი უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური ქმედებები, რომლებსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური პოლიტიკის“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე – ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს